logo
ENG



გახარია: რეგიონებიდან დაბრუნების მსურველებისთვის ქალაქები 2 დღით გაიხსნება

24 აპრ 202015:52
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2 დღის განმავლობაში რეგიონებიდან დაბრუნების მსურველებს, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების საშუალება ექნებათ, დაბრუნების შემდეგ კი ქალაქები ისევ ჩაიკეტება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე 4 ქალაქია ჩაკეტილი და მოქალაქეები საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მანქანებს გადაადგილების უფლება სრულად აღუდგებათ.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე აკრძალვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია დიდი ქალაქებისთვის, კერძოდ თბილისისთვის ქუთაისისთვის ბათუმისთვის. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იყო გასული რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს 2 დღით ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს 2 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე. 2 დღის შემდგომ შეზღუდვები საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება“, - განაცხდა გიორგი გახარიამ. 

15 აპრილიდან ათი დღით ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტა.

 


close დახურვა