logo
ENG



გახარია: საარჩევნო პროცესი უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა

20 აგვ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 
nzpzdxdfzufylly.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნები უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"უკვე რამდენიმე თვე გვიწევს ყოველდღიური მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები. საარჩევნო პროცესი, ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მათი სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა