logo
ENG



გახარია: საერთო კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი

24 აპრ 202015:35
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზიარებისთვის საერთო კოვზის გამოყენება ინფიცირების რისკის შემცველია.

„რა თქმა უნდა ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე კორონავირუსის პირობებში არის თუ არა საშიში ერთი კოვზით ზიარება, განაცხადა, რომ ამაზე სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს და დაზუსტებულ პასუხს ვერ გასცემს.

 


close დახურვა