logo
ENG



გახარია: საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება მთავრობისგან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება

24 აპრ 202015:55
3 წუთის საკითხავი
 

 

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარია ოპოზიციის მხრიდან საპენსიო ფონდის გახსნის თაობაზე  შეთავაზებას გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განაცხადა ამ სიტუაქციაში საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება სახელმწიფოსგან უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ასევე გახარიას განცხადებით, კრიზისული ბიუჯეტს პარლამენტი მაისში განიხილავს.

„საპენსიო ფონდის ხელის ხლება დღეს იქნებოდა უკიდურესად უპასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება როგორ იქნება დახარჯული ბიუჯეტი ან შემცირება რომელ პროექტებს შეეხო, ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ კრიზისული ბიუჯეტის წარდგენის დრო არის მაისი და ეს ვერ აუვლის გვერდს პარლამენტის განხილვებს. “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა