logo
ENG



გახარია: სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო ადვილია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მისი შეძენა

28 დეკ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო ადვილია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მისი შეძენა

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოსტკოვიდური ეკონომიკის მიერ შემოტანილ სიახლეებს ქართულმა ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ეს საქართველოშია შესაძლებელი.

რუსთავში საწარმოს გახსნისას პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა დაძლიოს როგორც პანდემიური, ასევე ეკონომიკური კრიზისი.

"უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სხვა კონტინენტიდან ნებისმიერ საქონლის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე არსებული მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შეძენილი ნივთი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ბიზნესისა და სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს როგორც ძველის შენარჩუნება, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.


close დახურვა