logo
ENG



გახარია: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის 19 ოქტომბრიდან განახლების გადაწყვეტილება ძალაშია

15 ოქტ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება, როგორც დაგეგმილი იყო. 

მისივე თქმით, სასწავლებლებისადმი რეკომენდაციაა, რომ სადაც შესაძლებელია, სწავლება დისტანციური იყოს:

"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა დაწყებულიყო 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება. მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში. 

ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს. განათლების მიმართულება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ამიტომ, განათლების სამინისტროს შესაბამისი დავალებები აქვს მიღებული, რომ უმაღლეს დონზე იყოს უსაფრთხოების სტანდარტი დაცული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 208 ადამიანი, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.


close დახურვა