logo
ENG



გახარია: ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო

11 აგვ 202021:30
3 წუთის საკითხავი
 
81qek47dfpy1d5l.png

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ყვარელში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ქართველი კაცის მიწასთან ბმა სულ სხვა ემოციური ფონია.

"ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

 


close დახურვა