„პოლიტიკური სპექტრი სამწუხაროდ არჩევნებიდან გამომდინარე არის ძალიან ტოქსიკური“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩისა და გენერალური პროკურორის შეხვედრის შესახებ ოპონენტების განცხადებებს.
პრემიერმა მედიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ პროპაგანდა და ე.წ. ფეიკ ნიუსები ვრცელდება.
„მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც ფეიკ ნიუსებზეა დაყრდნობილი. ეს სამწუხაროა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და მედია კულტურა ავიმაღლოთ“, - განაცხადა პრემიერმა.