logo
ENG



გახარია:ვინც დღეს პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბრობს, ეკონომიკაში არაფერი გაეგება

27 მაი 202013:34
3 წუთის საკითხავი
 

„პოსტკრიზისული გეგმა არის სხვა ისტორია, დღეს თუ ვინმე საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ეს ან უპასუხისმგებლობაა, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გეგმის მიზანი კრიზისის პირველ ეტაპზე გამოწვეული პრობლემების შემსუბუქება იყო.

"საერთოდ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა, ამიტომ ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე. ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი საფუძვლები იყო, როგორ იყო სტრუქტურირებული - როდესაც კრიზისი დაიწყო, პირველადი დახმარება, ცეცხლის ჩაქრობა, ესეც იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების და კომპანიების მიზნობრიობის თვალსაზრისით. პირველ რიგში ვნახეთ, რომ ადამიანებს შეიძლება შემოსავლები დაკლებოდათ, ამიტომ პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ კომუნალური ხარჯების დაფარვაზე, ეს შეეხო მილიონ 200 ათას ოჯახს. ამასთან ერთად, პირველი დახმარება იყო ფიზიკური პირებისთვის, ბანკებთან ვისაუბრეთ და გავუკეთეთ სამი თვით გადავადება და ამ ღონისძიებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ფიზიკურმა პირმა. ასევე მოხდა პროდუქტების ფასების დაზღვევა. ეს ყველაფერი იყო ცეცხლის ჩაქრობა, არავინ ლაპარაკობს აქ ანტიკრიზისულ გეგმაზე, როდესაც ადამინს გაუჭირდა, პირდაპირ სოციალურად დავეხმარეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არ იყოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები რომ ამდენს მოგცემთ და ათასი ლარი ოჯახს, 5 ათასი პეტრეს და მერე პავლეს... მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს ვერ გაწევს თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 ათასი ლარი, მესმის რომ ყველას სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება. ჩვენ ეს ყველაფერი დავაანონსეთ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი და გააზრებული“,- განაცხადა გახარიამ.


close დახურვა