logo
ENG



გახარია:ოპოზიციის საყვედურებს არ უნდა ავყვეთ, უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა

09 ივნ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ზრუნვაა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა ისწავლოს ვირუსის სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა, რათა ადამიანები სწრაფად დაუბრნუნდნენ ეკონომიკური ცხოვრებას.

„როდესაც ჩვენ ოპონენტები გვსაყვედურობენ პოპულისტური ციფრების დაძახებით, უნდა გვესმოდეს, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და შემოსავალზე. ჩვენი ყველას მიზანი არის ძალიან მარტივი, უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი ყველას ამოცანა, ჩვენი  მოქალაქეების, მთავრობის სოციალური საზოგადოების, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვრუსის სწრაფი გამოვლენა, ვირუსის სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა