logo
ENG



გახარია:ყველაფერი შესაძლებელია, საარჩევნო სიაზე ჯერ არ მიფიქრია

10 ივნ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

„ყველაფერი შესაძლებელია“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნებამდე ჯერჯერობით დიდი დროა დარჩენილი და ამ საკითხზე არ უფიქრია.

„ნუ ვჩქარობთ, ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხები საოპერაციო დონეზე გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა