logo
ENG



გახარია:შეზღუდვა, ერთ ავტომობილში 3 ადამიანი, გაგრძელდება მხოლოდ ტაქსებზე

22 მაი 202011:06
3 წუთის საკითხავი
 

ავტომობილებში ადამიანების რაოდენობის შესახებ შეზღუდვა უქმდება და ის მხოლოდ ტაქსების შემთხვევაში რჩება ძალაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრიმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ ავტომობილში 3 ადამიანის შესახებ, გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ავტოსაშუალებებზე გაუქმდეს",-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომაროება დღეს, 00:00 საათიდან უქმდება, გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება. მათ შორისაა: 

"მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები, მაგალითად სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, მაგალითად სპორტული და კუტლურული ღონისძიებები, საზღვრებზე კონტროლი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო თუ წარმატებულია კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები. პირველ რიგში კონტროლი საზღვრების",-აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დღეიდან ღამის 12 საათის შემდეგ უქმდება. 


close დახურვა