logo
ENG



გახარია - ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას, ასევე საცალო და საბითუმო მაღაზიებს

07 მაი 202014:31
3 წუთის საკითხავი
 
ts55n23b6e29rkv.jpg

11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას, საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომლებსაც შესასვლელი აქვს ქუჩიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება მოლებს და ასევე იმ მაღაზიებს, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

„საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხიმსგებლიანი ქმედების და შრომის შედეგად, შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, როგორც დავაჩქარეთ მშენებლობის გახსნა ერთი კვირით. 11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ყველა სახის წარმოებას და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს და არ ეხება ტანსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა მაღაზიები ამოქმედდება ორშაბათიდან“, - განაცხადა პრემიერმა.  


close დახურვა