logo
ENG



გახარია - სომხეთს პირველ რიგში სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით

11 ივნ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 

„ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო სომხეთს პირველ რიგში სამედიცინო პერსონალით დაეხმარება, რადგან ყველაზე მეტად ასეთი საჭიროება გამოიკვეთა.

„მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება,  თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს პირველ რიგში იქნება სამედიცინო პერსონალის დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა მეზობლების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა