logo
ENG



გახარია 20 ივნისზე:თუ არ იქნება ექსტრემალური ნაბიჯები, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია

10 ივნ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, არავითარი პრობლემა არ შეიქმნება თუ აქციის მონაწილეები წესებს დაიცავენ და ვინმეს „ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა“ არ მოუნდება.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, განსაკუთრებით როგორც თქვენ ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის არ მოუვა აზრად რაღაც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე, 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან აქციის გამართავს გეგმავს. მოძრაობის წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში შესაბამისი მიმართვა გუშინ შეიტანეს და საავტომობილო გზის გადაკეტვა მოითხოვეს, რათა აქციაზე დისტანციის დაცვა და რეკომენდაციების სრულად შესრულება შეძლონ.


close დახურვა