logo
ENG



გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადაწყდა

08 ივნ 202121:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/08/dz1km8s7i9rgxs0.jpg

გახარია ტვ პირველთან ინტერვიუში 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივ დარბევაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

გახარია ამბობს, რომ აქციის დარბევა პარტიის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გარეშე გადაყწდა. 

"20 ივნისთან დაკავშირებით, მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან სამქეთა მინისტრი, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. არცერთ შემთხვევაში, მე არანაირი შემთხვევა, არც შს მინისტრის პოზიციაზე, არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, არ მქონია", - განაცხადა გახარიამ. 

წამყვანის კითხვაზე, გადაწყდა თუ არა 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დარბევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, გახარია პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ასე იყო". 

გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ამ დრომდე არ განუცხადებია, გასცა თუ არა პირადად მან ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანება. 

 

 

 


close დახურვა