logo
ENG



გახარია ბიზნესმენებს: ვიქნები პრობლემური საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრის გარანტი

08 თებ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
გახარია ბიზნესმენებს: ვიქნები პრობლემური საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრის გარანტი

გიორგი გახარიამ ბიზნესმენებს, მსხვილ დამსაქმებლებს უთხრა, რომ პანდემიური სირთულეების ფონზე, კანონის ფარგლებში, იქნება პრობლემური საკითხების გადაჭრის გარანტი. 

40-მდე ბიზნესმენის და გიორგი გახარიას შეხვედრა დღეს, 8 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკურ ზრდაზე, სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. 

პრესრელიზის მიხედვით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების რაც შეიძლება მალე დაძლევისა და ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვების უფრო თამამად შემსუბუქების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულება - მათ შორის პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

ასევე, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, გახარიამ თქვა, რომ გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა. 


close დახურვა