logo
ENG



გახარია დენდროლოგიური პარკის გახსნაზე: სიმართლე მაინც იმარჯვებს

16 ივლ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 
or2dmwigqsvf0qo.jpg

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ დენდროლოგიური პარკის გახსნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, უნიკალური პროექტი მაინც განხორციელდა.

გახარიას თქმით, დენდროლოგიური პარკი მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია.

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.

უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა და მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენი მოქალაქეები თავად, თავისი თვალით ხედავენ თუ რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი.

სიმბოლურია, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული, ქვეყნისთვის უნიკალური პარკი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, სიმართლე მაინც იმარჯვებს“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის 15 ივლისს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა.


close დახურვა