logo
ENG



გახარია თვითდასაქმებულებზე: დანარიცხი ან ელემენტარული წერილია საჭირო, რომ შემოსავალი ჰქონდათ

27 მაი 202018:09
3 წუთის საკითხავი
 

„რაღაც დანარიცხი, ელემენტარული წერილია საჭირო, რომ ადამიანს ჰქონდა შემოსავალი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თვითდასაქმებულები, რომ დახმარება მიიღონ.

„ადამიანს, რომელიც საშემოსავლოს იხდიდა და აღარ იხდის, კომპანია როდესაც წარადგენს ავტომატურად დაერიცხებათ ის, რაც არის. თვითდასაქმებულების ნაწილში ყველაფერს მივიღებთ, სადაც გვექნება შესაძლებლობა. უბრალოდ რაღაც დანარიცხი, ელემენტარული წერილია საჭირო, რომ ადამიანს ჰქონდა შემოსავალი. ეს ყველაფერი თითქმის გადამოწმების გარეშე გაკეთდება. ძიძების ნაწილშიც იგივე მიდგომაა, უბრალოდ წერილია საჭირო, რთულია?“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა