გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილს რამდენიმე წინადადებით გამოეხმაურა.
ფეისბუქზე მან დაწერა:
"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...
სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!". - დაწერ გიორგი გახარიამ.
ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს, გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა.
მან გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც "გაუგონარი მიზეზით მოხდა".
ივანიშვილის თქმით, ის არ შექმნიდა ფსევდო პარტიას, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა კი მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. ივანიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი.
ასევე, ივანიშვილის განცხადებით, გახარიას პარტია "აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად".