logo
ENG



გახარია ივანიშვილის განცხადებაზე: 2 დღით ადრე პარტიის თავმჯდომარის ბოდვები იყო ჩაფენილი

08 ივნ 202121:03
3 წუთის საკითხავი
 
გახარია ივანიშვილის განცხადებაზე: 2 დღით ადრე პარტიის თავმჯდომარის ბოდვები იყო ჩაფენილი

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ ის წერილი პოლიტიკურ ველზე ზეგავლენისთვის შეიქმნა. ტვ პირველზე, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას, გახარიამ თქვა, რომ ამაში მონაწილეობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, რომლის "ბოდვები" ივანიშვილის ბრალდებების წინაპირობა გახდა. 

"დასაბუთება არის ის, რომ 2 დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო გაპრავებულად დაერქვა ღალატი", - ამბობს გახარია.

ივანიშვილის წერილზე საუბრისას მან, ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო. 

"ეს განცხადება მისი ტონალობით აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ამ განცხადებაში 2 საკითხია: "გიორგი გახარია ჩემი პროექტი არაა" და "გახარია არის მოღალატე".

ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც 1 სიმართლეა, რომ გახარია არაა ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება; მეორე ტყულია, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ "ოცნება 2", რაც ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან, ერთად, მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე პირდაპირი გავლენა ჰქონდეს".

გახარია ქართული ოცნების მმართველ გუნდზე ამბობს, რომ მათ "თავი ამოწურეს" და აღარც ინტელექტუალური რესურსი დარჩათ:

"ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს - არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა".

 

 


close დახურვა