პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კვლავ ამბობს, რომ არჩევნები არ გადაიდება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
"საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე. არანაირი რისკი აქ არ იარსებებს. პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება", - განაცხადა გახარიამ.