logo
ENG



გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე: სისულელეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

26 ოქტ 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
ve7sc7qado0han7.jpg

სისულელეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას დღეს ზუგდიდიდან გამოეხმაურა, სადაც ის რეგიონულ შეხვედრებს მართავს.

„მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას კი უნდა დაანებოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი გახარია მეუფე იაკობის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სასულიერო პირი ამბობდა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები მას პატრიარქის გადაყენებაში სთხოვდნენ დახმარებას.


close დახურვა