logo
ENG



გახარია ოზურგეთის მერიის თანამშრომლებზე: მივიღებთ შესაბამის ზომებს

04 აპრ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოზურგეთის მერიაში  თანამშრომლებზე  სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტს ეხმაურება. გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს. 

"ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია მიუღებლად სხვადასხვა მიზეზის გამო. მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს წინა ხაზზე არიან და კოვიდ 19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ. ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. დავადგენთ ამას და მივიღებთ შესაბამის ზომებს", - აღნიშნა გახარიამ.


close დახურვა