პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში შესვლას არ აპირებ. ამასთან, ის ორივე პარტიას საკრებულოს დაკომპლექტებისთვის ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მსხვილ ქალაქებში მათ პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ისე თავმჯდომარის არჩევაში. მისივე თქმით, ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც "ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში" ცდილობენ, მათთან შეთანხმების მიღწევას. თუმცა გახარია ამბობს, ერთი პარტიის მიერ მართული საკრებულო მათთვის მიუღებელია.
"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე, ქალაქებმა და საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირონ. ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება, დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოთ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში.
ხოლო თუ რომელიმე მხარე არ ისურვებს ამ ფორმატში მონაწილეობას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენ ვიმოქმედებთ ძალთა ბალანსის პრინციპით, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ამომრჩევლების დავლება. არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ონებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა გახარიამ.