საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ამბობს, რომ როცა ის და მისი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ "მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ქალაქში სიმშვიდე" დაეცვათ.
როგორც მან თქვა, ყველამ უნდა დაიცავს კონსტიტუცია და პირველ რიგში - მთავრობამ.
"საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, მე, როდესაც ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს", - თქვა გახარიამ.
2019 წელს, როდესაც თბილისი პრაიდმა პირველად დაანონსა ქუჩაში მსვლელობა, გიორგი გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აქტივისტები ამბობდნენ, რომ სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს, რის გამოც მსვლელობა დაგემილი ფორმით ვერ ჩატარდა. საბოლოოდ რამდენიმე აქტივისტი შსს-თან შეიკრიბა და გახარიას გადადგომა მოითხოვა.