logo
ENG



გახარია ტუსკის განცხადებაზე:ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს

18 ივნ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 

„მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

პრემიერს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაზე არ უსაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს პრეზიდენტმა გუშინ სწორედ რურუას გათავისუფლება მოითხოვა. გახარიამ 8 შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.

„საკონსტიტუციო პროცესი როგორც იცით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ისევე როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს საქართველოს სასამართლომ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუა გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


close დახურვა