პანდემიის დროს სამსახურდაკარგულ თვითდასაქმებულთა და ბიზნესის სფეროში მომსახურეთა მრავალრიცხოვან არმიას საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამოშვებულებიც დაემატნენ.
პრემიერის დაპირება, რომ ვირუსის დროს სამსახურები არავის უნდა დაეკარგა, დაპირებად დარჩა - სხვადასხვა მიზეზით „საქართველოს ფოსტამ“ და პენიტენციურმა სამსახურმა თანამშრომლები დაითხოვა - თან ისე, რომ ისინი ე.წ. 200-ლარიან დახმარების სიაშიც ვერ მოხვდნენ.
პრემიერის პასუხისმგებლობაზე, ოპოზიციის გარდა, ის ადამიანებიც საუბრობენ, რომელთა თვალშიც გიორგი გახარიას სიტყვამ ფასი დაკარგა.
"დროება" ამ ადამიანებს გაესაუბრა და მათ ისტორიებს გთავაზობთ.