logo
ENG



გახარიას გუნდის ინიციატივით, საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით

13 დეკ 202111:19
3 წუთის საკითხავი
 

პარტია საქართველოსთვის დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად, როგორც ახლა ხდება.

ამის მიზეზად დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განმარტა, რომ საკრებულოებში დანიშვნების დროს ქართული ოცნება ცდილობს, ზეწოლითა და ფარულობის მოტივით გადაიბიროს ოპოზიციის წევრები. 

"ოცნება არჩევნების შემდეგაც აგრძელებს უკანონო მეთოდების გამოყენებას - მოსყიდვითა და შანტაჟით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში. [...]

იმისთვის, რომ ერთის მხრივ სააშკარაოზე გამოვიდეს ოცნების უკანონობა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები გამოირიცხოს, გაიზარდოს მათი საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით. მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობიდან გადაყენებას, არჩევას, თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მანვე თქვა, რომ მოითხოვენ დაჩქარებული წესით განიხილონ მათი კანონპროექტი, ვინაიდან საკრებულოებში თანამდებობების განაწილება სწორედ ახლა მიმდინარეობს. 

 


close დახურვა