ქვეყანაში დაბრუნებული ძმები შოთა და ირაკლი გურეშიძეები, რომლებიც საკარანტინო ზონის თვითიზოლაციით შეცვლას ითხოვდნენ, კარანტინში 8 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონა ძალის გამოყენებით, დახურულ კარმს მიღმა მთავრობის და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გინებისთვის დაატოვებინეს.
“ოთახი არ დაგვიტოვებია, მოვითხოვეთ ვინმე კომპეტენტური ვისაც შეეძლო ამ საკითხხის გადაწყვეტა. ჩემი ძმის მხრიდან მოჰყვა გხარიას მიმართ გინება, ოთახში მარტო ვიყავით. შემდეგ გაისმა კარზე ბრახუნი, კარი გავაღეთ, ტელეფონი ამოვიღე, რომ გადამეღო იმიტომ რომ მანამდე იყო რაღაც ცრუ ბრალდებები, მეთქი იმიტომ ვიღებ, რომ შემდგომში რამე არ დაგვაბრალოთ-მეთქი. შემოვარდნენ პოლიციელები ოთხნი, დაგვაკავეს ძალადობრივად, ისე რომ არ აუხსნიათ რატომ გვაკავებდნენ“ - განაცხადეს ძმებმა გურეშიძეებმა.
ძმების თქმით პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო, რის შემდეგაც ხუთი საათი პატრულის მანქანაში გაატარეს, ხოლო მოგვიანებით სასმართლოში გადაიყვანეს.
“ჩაწერეს რომ თითქოს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, გამვლელებს და ავიკლეთ მთელი სასტუმრო.“ - თქვეს ძმებმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნებული ძმები საკარანტინო ზონის თვითიზოლაციით შეცვლას ითხოვდნენ და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ერთ-ერთმა ძმამ მთავრობის მისამართით შეიგინა, ამის შემდეგ საქმეში პატრულთან ერთად კრიმინალური პოლიცია ჩაერთო, ეზოდან სასტუმროს მეექვსე სართულზე ავიდნენ, ძმებს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ პოლიციამ 3 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.