logo
ENG



თბილისში კარანტინში მყოფი ძმები 4 000 ლარით დააჯარიმეს - პოლიციის ქმედებამ ვირუსის გავრცელების საფრთხე შექმნა

23 აპრ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში ნიდერლანდებიდან დაბრუნებულმა ორმა პირმა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას დაწესებული ჯარიმების გამო მიმართა. ქვეყანაში დაბრუნებული ძმები საკარანტინო ზონის თვითიზოლაციით შეცვლას ითხოვდნენ და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ერთ-ერთმა ძმამ  მთავრობის მისამართით შეიგინა, ამის შემდეგ საქმეში პატრულთან ერთად კრიმინალური პოლიცია ჩაერთო, ეზოდან სასტუმროს მეექვსე სართულზე ავიდნენ, ძმებს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ პოლიციამ 3 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

სამართალდამცველების რეაქციამ კი ვირუსის გავრცელების საფრთხეც შექმნა და უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ბრალდებებიც გამოიწვია.  ძმები ამბობენ, რომ საკარანტინე ზონის გარეთ რამდენიმე საათის გატარება მოუხდათ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ შეხება.

პოლიციამ ძმებ გურეშიძეებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პატიმრობა წარუდგინა. ისინი მანქანაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ სასამართლოში გადაიყვანეს. მათივე განმარტებით  ერთადერთი მიზეზი რატომაც მოსამართლემ პატიმრობა არ გამოიყენა იყო ის, რომ ციხეში ბოქსირებული საკნები არ აქვთ. 

მოსამართლემ ძმები გურეშიძეები  ათასი ლარით დააჯარიმა,  ჯამში  ისინი 4000 ლარით დაჯარიმდნენ. საჩივარი დაწერეს და გააგზავნეს შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში და პროტესტის ნიშნად დაიწყეს შიმშილობა. პროტესტის უკიდურესი ფორმა 8 დღე გაგრძელდა, თუმცა არცერთი უწყებიდან მათთვის არ უპასუხიათ.  მათ საქმეს სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და დარღვეული უფლებებისთვის პასუხს ელოდებიან. 

ძმები გურეშიძეების საკარანტინე ვადა 29 აპრილს სრულდება.  მათ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტეს. საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი.  შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებები არ გაუკეთებიათ, კომენტარი არ გააკეთეს არც ჯანდაცვის სამინისტროში, რატომ არ მისცეს ძმებს უფლება კარანტინის დრო დაკეტილ სახლში გაეტარებინათ. 

 



 


close დახურვა