logo
ENG



გახარიას პარტია: ვინც ოცნების მხარდამჭერი არაა, ბიულეტენზე ბეჭედს არ ურტყამენ

02 ოქტ 202117:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/eqwg9v9464d03ec.jpg

გიორგი გახარიას პარტიაში სამეგრელოში გამოვლენილ სხვადასხვა საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. ერთ–ერთი ასეთი დარღვევა რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე დატოვებაა.

პარტია საქართველოსთვის წევრის, გოგა ფარულავას თქმით, სამეგრელოში საარჩევნო რეგისტრატორები იმ ამომრჩევლის ბიულეტენს, რომელზეც ივარუდებენ რომ ოცნების მხარდამჭერი არაა, ბეჭედს არ ურტყამენ. ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც იწვევს ბიულეტენის გაბათილებას.

გიგა ფარულავას თქმით რეგისტრატორები ასე ქართული ოცნების დავალებით იქცევიან.

 "უმთავრესი, რაც მინდა აღვნიშნო,რომ ქართული ოცნების შტაბის მიერ თავის მხარდამჭერებზე ჩაშლილი არის კონკრეტული დავალება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველზე, რომელიც საეჭვოა მათთვის და სავარაუდოდ არ შემოხაზავს ბიულეტენზე 41 ნომერს, მოხდეს მათ ბიულეტენზე, როგორც ბეჭდის ასევე ხელმოწერის არ დაფიქსირება.

15:00  საათის მდგომარეობით ზუგდიდის შემთხვევაში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა,რომ რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს,ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას,რაც ბუნებრივია ბიულეტენის ბათილობაზე მიანიშნებს". -ამბობს გიგა ფარულავა.

გარდა ამისა, გიგა ფარულავას თქმით, სამეგრელოში გამოავლინეს სხვა დარღვევებიც, მათ შორის: ამომრჩეველთა მოსყიდვა, ბიულეტენების დაზიანება და ამომრჩევლის შეშვება საარჩევნო უბანზე იდენტიფიცირების გარეშე.

"აბაშაში,სენაკსა და ზუგდიდში უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები.მთელი რეგიონის მასშტაბით უბნების უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება ბირჟები.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამ ბირჟების მიმართ,რომლებიც არღვევენ კანონით დადგენილ დისტანციას,არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.ფოთში ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით და აქაც ასევე აქტიურად ხდება ბირჟების მობილიზება და იმ დისტანციის დარღვევა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ხობში უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების განზრახ დაზიანებასა და ასე გადაცემას ამომრჩევლისთვის.წალენჯიხაში კი ფიქსირდება ამომრჩევლის უბანზე დაშვება მისი იდენტიფიცირების, ასევე პირბადის მოხსნის და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შემოწმების გარეშე." – თქვა გიგა ფარულავამ.

მსგავსი დარღვევების გამო, გიგა ფარულავა ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე ყურადღებით ყოფნას მოუწოდებს.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა