logo
ENG



საქართველოსთვის: ოცნება სამთავრობო NGO-ებს ქმნის, რომლებიც თვალს დახუჭავენ ელიტურ კორუფციაზე

09 სექ 202423:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/2y1ttmwdtcz3987.jpg

პარტია საქართველოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოცნების მიზანი კორუფციის მფარველობის დამატებითი მექანიზმების შექმნაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხელისუფლებამ გაამჟღავნა მისი დიდი ხნის განზრახვა, რომ არ აპირებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილის ობიექტური შეფასებების აღიარებას და არჩევნების ხელისუფლებისთვის მისაღებ შეფასებას სამთავრობო არასამთავრობოებს მოამზადებინებს".

"სამთავრობო არასამთავრობოების დაფინანსებით, ოცნების მიზანია კორუფციის მფარველობის დამატებითი მექანიზმები შექმნას, რომელიც მოგვიანებით არჩევნებზე დაკვირვების ფუნქციასაც შეითავსებს. დღეს ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტები "ოცნების" კორუფციას მფარველობს. "ოცნება" კორუფციის მფარველობის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნის, რომლებიც თვალს დახუჭავენ ხელისუფლების ელიტურ, პოლიტიკურ კორუფციაზე და მოგვიანებით ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევნების დაკვირვების ფუნქციასაც შეითავსებენ"- ნათქვამია განცხადებაში.

9 სექტემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი" არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის შექმნა დააანონსა. 

კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ.


close დახურვა