logo
ENG



გახარიას პარტია: პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვეტთ, შევუერთდებით თუ არა ქარტიას

27 მაი 202411:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/06qf55ey6o95iip.jpg

პარტია საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, შეუერთდებიან თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას - ქართულ ქარტიას.

დაუშვილის თქმით, პარტია რეფორმების გეგმას მხარს უჭერს, თუმცა ქარტიაში არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები აქვთ.

"რაც შეეხება პრეზიდენტის ქართულ ქარტიას - ამ დოკუმენტში ჩვენ რაც მოვისმინეთ არის რეფორმების გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რეფორმების გეგმა, რა თქმა უნდა, სწორია და ამ რეფორმებს, რეფორმების განხორციელებას ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას, ამ ნაწილში შეერთებას - იქ არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვები გვაქვს, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია, კომუნიკაცია არის საჭირო, ამიტომ პირველ რიგში გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდგომ გეტყვით, რა იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერის და შეერთების ნაწილში", - ამბობს დაუშვილი.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.


close დახურვა