logo
ENG



გახარიას პარტიის პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

29 მაი 202116:50
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

აქტივისტები ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის ღამისთვის. ჩართულია სიმღერა "გახარიას უხარია", ასევე, გავრილოვის ღამეს დაშავებული ადამიანების ხმები. 

"გიორგი გახარია, როგორც ცალკე მოთამაშე, არ არსებობს. ის არის ოცნების ბ ვარიანტი". - თქვა აქტივისტმა ალიკა კუპრავამ

აქტივისტების თქმით, დაცვის წევრებმა აქტივისტებს ხელი კრეს

როგორც ამბობენ, მათ სურდათ, პრეზენტაციაზე მოსული ერთ-ერთი სტუმრისთვის პლაკატი ეჩვენებინათ, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელიც ჰკრეს. 

"გავრილოვის ღამე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამეა და ამის შემოქმედი არის გიორგი გახარია. ის ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებელი და არავის სჯერა, რომ ის თითქოს ოპოზიციაში გადავიდა. რა თქმა უნდა, ის დაიცავს კრემლის ინტერესებს საქართველოში". - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

ადგილზე არ არის პოლიცია. გახარიას პარტიის პრეზენტაციას მხოლოდ კერძო დაცვის სამსახური იცავს. 

დღეს, 29 მაისს, 17:00 საათიდან გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია იმართება. 

ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. 

ექსპრემიერმა გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა


close დახურვა