ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახმა დღეს იმის გაგება შეძლო, რომ გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ამ ინფორმაციის მოპოვება ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაფორმალური წყაროებიდან შეძლეს.
დაჭრისა და გატაცებიდან ათი დღის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზაზა გახელაძის ოჯახს მეორედ შეხვდა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქის ახლობლები მთავრობისგან დახმარებას და ყურადღებას ითხოვდნენ.
11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაჭრილი გახელაძე დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.