ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი მორიგ ნომინაციაშია წარდგენილი. საუბარია „ევროპული ფილმების ჯილდოზე“ (European Film Awards), რომელიც ევროპაში საუკეთესო მსახიობს გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ გელბახიანი ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად მოხვდა სიაში, როგორებიც არიან: ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდანი და სხვა. სულ ნომინაციაში 6 მსახიობია წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა თბილისსა და ბათუმში გუშინ შედგა. ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრებთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები. ისინი ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ. გარდა ამისა, რადიკალებმა კინოთეატრის მიმართულებით სხვადასხვა ნივთები ისროლეს, მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობები. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი. პოლიციამ სულ 27 ადამიანი დააკავა.