ბაღდადში შეერთებული შტატების ავიაიერიშის დროს მოკლულ ირანელ გენერალს და შიიტი მებრძოლების ლიდერს გლოვობენ. ერაყის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული, სადაც სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს. მოქალაქეები ვაშინგტონის საწინააღმდეგო ლოზუნგებსაც სკანდირებენ. გენერალ სოლეიმანის ცხედარს ირანში დღეს საღამოს გადაასვენებენ, სადაც სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მას მშობლიურ ქალაქ ქერმანში სამშაბათს დაკრძალევენ. გენერლის მკვლელობის გამო ოფიციალური თეირანი შურისძიების პირობას დებს.
გენერალ სოლეიმანის ცხედარს ირანში დღეს საღამოს გადაასვენებენ
04 იან 202014:11
3 წუთის საკითხავი