ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ბეიარდი დღეს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე მონიტორინგის პროცესში ჩაერთო. ამ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ტვიტერზე ავრცელებს. ვითარება აღნიშნულ მონაკვეთზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ოკუპანტებს სადამკვირვებლო მისიის წევრები რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ. ერთ-ერთი დამკვირვებელი გაიტაცეს. ეს თემა 25 ოქტომბერს ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის განხილვის თემა გახდა.