logo
ENG



გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს

23 მაი 202410:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, პოსტს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

"ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი, სავარაუდოდ, რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები.

შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა