logo
ENG



გენერალური პროკურორის ვაკანტური თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში კონსულტაციები დაიწყო

17 დეკ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
dnys4zegagqic2q.jpg

გენერალური პროკურორის ვაკანტური თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში, ახალი კანდიდატის შესარჩევად, ერთ თვიანი კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციები დარგის ექსპერტები, აკადემიური წრეები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს. შეირჩევა ერთი კანდიდატი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაიკავოს. პროკურორის თანამდებობა, ვაკანტური, შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გამწესების შემდეგ გახდა. თავად შალვა თადუმაძემ კი უზენაეს საამართლოში პირველი თანამდებობა უკვე დაიკავა, ის  სისხლის სამართლის  საკასაციო პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა, გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმზე მიიღეს, რომელიც გუშინ დახურული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაპირება იყო, რომ პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნებოდა, სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის ექსპერტები.

რაც შეეხება საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის კანდიდატურას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ ამ პოსტს სწორედ თადუმაძე დაიკავებს, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის თქმით, უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესი მთლიანად აცდენილი იყო ვენეციის კომისიისა და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს. 

„არ არის გამორიცხული, რომ ბატონი შალვა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კითხვები ბატონი შალვას მიმართ არსებობდა ჩვენი მხრიდან არსებობდა არამარტო ჩვენი მხრიდან ასევე ოპოზიციის მხრიდან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო. ეს პროცესი მთლიანად აცდენილი იყო ვენეციის კომისიის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს“,-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი, ვახუშტი მენაბდე თადუმაძის პოსტზე დანიშვნას, იმ ფონზე, რა ფონზეც ეს პროცესები წარიმართა, არ გამორიცხავს.

„მთელი პროცესები, რომლებიც განვითარდა გასაგებია, რომ ჩვენგან ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ კლანის წევრები მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატები, მათი ინტერესების გამტარებლები ამ ფონზე თადუმაძის დანიშვნა მოსალოდნელი იყო, ჩვენ ველით მის დაწინაურებასაც“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ასევე ცნობილი გახდა გენერალური პროკურორის თანამდებობის სავარაუდო ვინაობაც. როგორც ვარაუდობენ ამ პოსტს ბაკურ აბულაძე დაიკავებს, რომელიც გენერალური ინსპექციის მოქმედი ხელმძღვანელია. „ქართულ ოცნებაში“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გათვალისწინებული არ არის.

„წინასწარ კონსულტაცია არ არის გათვალისწინებული არც საპარლამენტო უმრავლესობაში და ღც სხვა ფორმატით ფორმატი არის საპროკურორო საბჭოს ფორმატი ეს ფორმატი მთავარია რომ მიმდინარეობდეს გახსნილად, თუკი ადრე 2012 წლამდე ამ ფორმატით კონსულტაციები არ იყო გათვალიწინებული არც აკადემიური წრეებისთვის არც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი თუ ვისთან მიმართებაში კონსულტაციები და როგორ შეირჩეოდა კანდიდატი დღეს ჩვენ ეს ფორმატი გვაქვს, რომელიც არის გახსნილი გამჭვირვალე და ითვალისწინებს შესაბამისი სუბიექტების ჩართულობას ამ პროცესში“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


close დახურვა