logo
ENG



გენერალური პროკურორობის 4 არჩეულ კანდიდატს შორის, ირაკლი შოთაძეც მოხვდა

06 თებ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 
brfkfv7xhryv6t1.png

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის 16 კანდიდატიდან 4 შეარჩია, მათ შორის  შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც მოხვდა. შოთაძესთან ერთად საბჭომ მხარი სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძეს და დარიკო თორდიას დაუჭირა. შემდგომ ეტაპზე საპროკურორო საბჭო არჩეული სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთზე შეაჩერებს საკუთარ არჩევანს, რის შემდეგაც აღნიშნული კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. შოთაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს ათმა წევრმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას ქუჩის საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.


close დახურვა