logo
ENG



გენშტაბი: 13 პუნქტში რუსების შეტევა მოვიგერიეთ, ჩამოვაგდეთ 27 დრონი და ვერტმფრენი Ka-52

03 იან 202311:48
3 წუთის საკითხავი
 

გენშტაბის ინფორმაციით, 2 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 დასახლებულ პუნქტში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს და 27 ირანული დრონი ჩამოაგდეს.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსებმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ოკუპანტების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

უწყებაში ამბობენ, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსების საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე ქვეყანაში რჩება.

გენშტაბის თქმით, რუსები ცდილობენ დონეცკსა და ლუჰანსკზე სრული კონტროლი მოიპოვონ, ხოლო განსაკუთრებულ ძალისხმევას ბახმუტს ახმარენ.

გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები დასახლებულ პუნქტებში: სტელმაჰოვკა, მაკეევკა, პლოშჩანკა, ბელოგოროვკა, ლუჰანსკის ოლქი; რაზდოლოვკა, სოლედარი, კრასნაია გორა, პოდგოროდნოე, ბახმუტი, კლიშჩეევკა, კურდიუმოვკა, ავდეევკა, მარინკა, დონეცკის ოლქი.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პერსონალს, იარაღსა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Ka-52 და 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი - აპარატი Orlan-10 ტიპის.


close დახურვა