რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 9 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სერიი ლისაკი, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
"მტერმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა. დაინგრა რამდენიმე სართული. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ხალხი", - განაცხადა მან.
არსებული ცნობებით, ჩამოიშალა შენობის ოთხი სართული. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიციას სამაშველო ოპერაციას ახორციელებენ.