logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

05 მარ 202311:01
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 130-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 153 120 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა