logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

28 თებ 202311:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/e6me3qsqlheghi8.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტერსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ამ 5 მიმართულებით 60-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 8 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 85. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 240 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა