logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

15 მარ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/ky2xfy3ubyeg0f5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"ერთ-ერთი სარაკეტო იერიში ქალაქ კრამატორსკიზე განხორციელდა - დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაღუპულები და დაშავებულები", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 12 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 161 520 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა