უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო ერთ დღეში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს სადავოს, სოლედარის, ბახმუტსკოეს, ოდრადოვკას, კურდიუმოვკას, ზაიცევოს, მაიორსკის, კამენკას, ავდიივკას და ოპიტნოეს დასახლებულ პუნქტებში.
მტერი არ წყვეტს თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე. ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე მთელ უკრაინაში რჩება," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 5 სარაკეტო და 14 საჰაერო დარტყმა გაანხორციელეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.
გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 240 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.