logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

08 ნოე 202210:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/bbycthe1ve9rijo.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკას, ბახმუტის, ივანჰრადის, ოპიტნეს, კლიშივკას, მარინკას, პავლივკას, ვოდიანეს, მაიორსკის და ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 9 სარაკეტო და 37 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 25-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონები.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 24 დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა რუსეთის სამხედრო პერსონალი. ამასთან, განადგურდა იარაღი და სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა.


close დახურვა