უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბახმუტის, ბახმუცკეს, ვრემივკას, კრასნოჰორივკას, მარინკას, ნოვოკალინოვკას, ნოვომიხაილივკას და პერვომაისკეს დასახლებულ პუნქტებში", - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.